ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციის დროს დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები ოპერაცია „ეპიკური მძვინვარების“ დროს 3 სამხედროს დაღუპვის და კიდევ 5 სამხედრო დაჭრის შესახებ.
28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს. შედეგად დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები. საპასუხოდ, ირანი უკვე მესამე დღეა, დრონებითა და რაკეტებით უტევს ისრაელს, ისევე როგორც აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს სპარსეთის ყურეში.
კომენტარები
