ამერიკელი სამხედროების განცხადებით, განხორციელებული დარტყმების ფარგლებში მათ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების 11 ხომალდს დაარტყეს.
„ორი დღის წინ ირანის რეჟიმს ომანის ყურეში 11 ხომალდი ჰყავდა, დღეს კი მათ იქ არცერთი აღარ დარჩათ. ირანის რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში ავიწროებდა და თავს ესხმოდა საერთაშორისო ნაოსნობას ომანის ყურეში. ეს დღეები დასრულდა. საზღვაო ნაოსნობის თავისუფლება 80 წელზე მეტია, რაც ამერიკისა და გლობალური ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს. აშშ-ის ძალები კვლავაც განაგრძობენ მის დაცვას“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
კომენტარები
