ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან „ღია ომით“ იმუქრება.
„ჰეზბოლას“ მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ დაჯგუფებას სხვა გზა არ დარჩა, „გარდა წინააღმდეგობის გაწევისა“, მას შემდეგ, რაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
მოჰამუდ კომატის განცხადებით, „ჰეზბოლამ“ მოთმინება გამოიჩინა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ისრაელ-ჰეზბოლას ომი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა და იმედოვნებდა, რომ მთავრობის დიპლომატიური ძალისხმევა დადებით შედეგებს გამოიღებდა ისრაელის თავდასხმების შეწყვეტის კუთხით.
კომატიმ ლიბანის მთავრობა გააკრიტიკა „ჰეზბოლას“ ქმედებების უკანონოდ მიჩნევის გამო და მოითხოვა, რომ მან იარაღი ჩააბაროს, რადგან არ იმოქმედა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შესაჩერებლად, რომლებიც თითქმის 15 თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად გრძელდებოდა.
„სიონისტ მტერს ღია ომი სურდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ არ შეუწყვეტია. ამიტომ, დაე, ეს ღია ომი იყოს“, – განაცხადა მოჰამუდ კომატიმ.
