ირანული მედიის ცნობით, აშშ-მა და ისრაელმა დაარტყეს იმ უწყების შენობას, რომელიც პასუხისმგებელია ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზე. საუბარია თეირანის სამხრეთით, ქალაქ ყუმში მდებარე ექსპერტთა საბჭოს შენობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედია აქვეყნებს ძლიერ დაზიანებული ობიექტის ამსახველ კადრებს. იმის შესახებ, იმყოფებოდა თუ არა ვინმე შიგნით დარტყმის დროს, ოფიციალურად არ იტყობინებიან. ირანის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია IRIB-ი ამტკიცებს, რომ ხალხის ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა. ამავდროულად, სააგენტო Mehr-ი წერს, რომ შენობა, რომელიც ცეცხლის ქვეშ მოჰყვა, სხდომებისთვის არ გამოიყენება.
ისრაელელმა მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია Fox News-ს დაუდასტურა, რომ იმ შეხვედრის მონაწილეები, რომელზეც ირანის ახალი ლიდერის არჩევა უნდა განიხილებოდეს, ისრაელის არმიის სამიზნეს წარმოადგენენ.
ექსპერტთა საბჭო შედგება 88 ღვთისმეტყველისგან, რომლებიც ისლამური სამართლის სფეროს სპეციალისტებად ითვლებიან. მისი უფლებამოსილების ვადა რვა წელია, ბოლო არჩევნები კი 2024 წელს ჩატარდა.
