აშშ-მა ეკვადორში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, ოპერაცია ეკვადორის სამხედრო ძალებთან ერთად მიმდინარეობს.
„ოპერაციები არის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის პარტნიორების ერთგულების ძლიერი მაგალითი ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ერთად ვიღებთ გადამწყვეტ ზომებს ნარკოტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც, დიდი ხანია, იყენებენ ტერორს, ძალადობასა და კორუფციას ჩვენი ნახევარსფეროს მოქალაქეების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.
კომენტარები
