ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი ომს ეწინააღმდეგება.
თავის გამოსვლაში ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ მისცა ამერიკას უფლება ესარგებლა მისი სამხედრო ინფრასტრუქტურით.
სანჩესმა განაცხადა, რომ ის ვერ ითამაშებს რუსულ რულეტს მილიონობით ადამიანის ბედით.
ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელიც ევროპაში ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებდა ისრაელს ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენების გამო, თავისი მინისტრთა კაბინეტის პოზიცია შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „არა ომს!“.
კომენტარები
