ირანის დაზვერვის სამინისტროს ოპერატიულმა თანამშრომლებმა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობეს, რომ ისინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რომელიც, თავის მხრივ, ანონიმურ ჩინოვნიკებს ახლო აღმოსავლეთიდან და ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელს ეყრდნობა, ირანმა ამერიკას წინადადებით მესამე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მეშვეობით მიმართა.
არც თეთრ სახლს, არც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც The New York Times-ი იუწყება, აშშ-ის ოფიციალური პირები სკეპტიკურად უყურებენ იმას, სურს, თუ არა სინამდვილეში თეირანს ან ვაშინგტონს მოლაპარაკებები და სიტუაციის გადატვირთვა, მით უმეტეს ასეთ მოკლე პერიოდში.
ირანის ელჩმა გაეროში გუშინ შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის დიალოგის წარმოება გამორიცხა. ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანს მასთან საუბარი სურს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.
