აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი სარგებლობს დასავლეთის ქვეყნების გულუბრყვილობით და მათ იმ პროდუქციას აწვდის, რომელსაც თავად თითქმის არ იყენებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ქარის ტურბინების უმსხვილესი მწარმოებელია, ისინი ამ ტექნოლოგიას საკუთარ ტერიტორიაზე მასშტაბურად არ ნერგავენ.
„ჩინეთი აწარმოებს ყველა ქარის ტურბინას. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მათ ქარის ელექტროსადგურები არ აქვთ. ისინი აწარმოებენ ამ ტურბინებს და ყიდიან მათ ევროპელ სულელებზე. ევროპა მათ ათასობით ყიდულობს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები
