ირანელი სამხედროები უარყოფენ ბრალდებას, რომ თურქეთის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ირანული მედია წერს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები პატივს სცემენ მეზობელი და მეგობარი ქვეყნის, თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფენ ამ ქვეყნის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ განცხადებას წინ უძღვოდა თურქული მხარის კომენტარი. მათ 4 მარტს განაცხადეს, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო.
კომენტარები
