საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) – თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
* ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
* ტელეფონი: +971 2 553 36 83
* 📧 ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
* ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
* ტელეფონი: +974 44 739 499
* 📧 ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
