აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული აქტების მომზადებაში დაადანაშაულა.
უწყების განცხადებით, ირანული სპეცსამსახურების ინტერესის სფეროსა და პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენდა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი; აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო; ბაქოში მდებარე აშკენაზი ებრაელების სინაგოგა; ქვეყნის ერთ-ერთი ებრაული თემის ხელმძღვანელი.
აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილი იყო სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელთა გაუვნებელყოფა უკვე მოხდა.
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ თანამშრომლობის ბრალდებით რვა პირია დაკავებული.
კომენტარები
