სიცრუის გარდა, კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – ეს არის მანიფესტაცია იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ქართველი ავტორების მიერ გამოქვეყნებული სტატიებისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, რომელთა ავტორები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ საქართველოში ირანული გავლენები მზარდია.
„რამდენად მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ მთელი იმ დეზინფორმაციული სისტემისა და სტრატეგიის სათავეში ქართული გვარების მქონე ადამიანები არიან ამ დეზინფორმაციული სტრატეგიის სათავეში და მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის ამ უმძიმეს დროს უნდათ, რომ გახადონ აქტუალური”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კომენტარები
