კატარის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით კატარის მიმართულებით რამდენიმე თავდასხმა განახორციელა.
სამინისტროს ცნობით, სულ 10 უპილოტო საფრენი აპარატი იყო გაშვებული, მათგან 9 ჩამოაგდეს, ერთი კი დაუსახლებელ ადგილას დაეცა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კატარის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ „სრული შესაძლებლობები და რესურსები“ აქვთ საფრთხეზე საპასუხოდ. მოქალაქეებს, რეზიდენტებსა და ვიზიტორებს კი მოუწოდეს, სიმშვიდე შეინარჩუნონ.
კომენტარები
