აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განცხადება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ, სავარაუდოდ, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს აწვდის.
როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, აშშ „ყველაფერს აკვირდება“ და ამ ინფორმაციას საბრძოლო გეგმებში ითვალისწინებს.
„ამერიკელ ხალხს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ მათმა მთავარსარდალმა კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს. ყველაფერს, რაც არ უნდა მოხდეს, იქნება ეს საჯაროდ თუ არაპირდაპირი არხებით, მკაცრი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა პიტ ჰეგესტმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განმარტებით, აშშ მოწინააღმდეგეს საფრთხეში აგდებს, ამიტომ ამერიკის მხრიდან შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით, შეშფოთებული მხოლოდ ირანელები უნდა იყვნენ.
ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტმა“ გუშინ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს აწვდის.
