ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის სრული და უპირობო კაპიტულაციის შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც უპირობო კაპიტულაციაზე ოცნებობენ, ამ ოცნებას საფლავში გაიყოლებენ.
„ისინი, ვინც ჩვენს უპირობო კაპიტულაციაზე ოცნებობენ, ამ ოცნებას საფლავში გაიყოლებენ“, – განაცხადა პეზეშკიანმა ვიდეომიმართვის დროს.
ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა.
კომენტარები
