“ირანელმა ხალხმა მომიწოდა, რეჟიმის დაცემის შემდეგ გარდამავალ პერიოდს გავძღოლოდი. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე. ახლა მე ვთხოვ ჩვენს მეგობრებს არაბულ სამყაროში, შემოგვიერთდნენ, რათა მოემზადონ ჩვენი გარდამავალი მთავრობის აღიარებისა და მასთან თანამშრომლობისთვის”, – ეს განცხადება ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმ გააკეთა.
ირანის უკანასკნელი შაჰის შვილმა თქვა, რომ მას ირანელმა ხალხმა მოუწოდა, რეჟიმის დაცემის შემდეგ გარდამავალ პერიოდს გაძღოლოდა.
“ირანელმა ხალხმა ამ მომენტისთვის სისხლით გადაიხადა. რეჟიმმა სასაკლაო მოაწყო, სულ რაღაც ორ დღეში ათიათასობით ჩემი თანამემამულე მოკლა. მაგრამ ამან ხალხი არ გატეხა. სამაგიეროდ, თავად რეჟიმი იმსხვრევა. დღეს ისტორია გვახსენებს ჩვენს მომავალ პოტენციალს. ირანელმა ხალხმა მომიწოდა, რეჟიმის დაცემის შემდეგ გარდამავალ პერიოდს გავძღოლოდი. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე. ახლა მე ვთხოვ ჩვენს მეგობრებს არაბულ სამყაროში, შემოგვიერთდნენ, რათა მოემზადონ ჩვენი გარდამავალი მთავრობის აღიარებისა და მასთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას არა ექსპანსიის მიზნით, არამედ ირანელი ხალხის მსახურებისთვის. ჩვენ ავაგებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს არა იდეოლოგიის ექსპორტის, არამედ ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. ჩვენ ხელახლა მოვახდენთ რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობა.” – აცხადებს რეზა ფეჰლევი.
