ნორვეგიის პოლიციის განცხადებით, ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც მცირე დაზიანება გამოიწვია, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქების ხმა დასავლეთ ოსლოში მდებარე საელჩოს კომპლექსიდან დაახლოებით 01:00 საათზე გაისმა. თვითმხილველების თქმით, ტერიტორიიდან კვამლი ამოდიოდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქება საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩენილა.
„შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ძაღლების, დრონებისა და ვერტმფრენის გამოყენებით, რათა დადგინდეს პოტენციური დამნაშავის ან დამნაშავეთა ვინაობა“, – ნათქვამია ოსლოს პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
კომენტარები
