ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ისრაელს ცოცხალი ძალის პირველი დანაკარგი აქვს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანში ორი ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. „ცაჰალის“ ცნობით, ჯარისკაცების მიმართულებით „ჰეზბოლას“ პოზიციებიდან ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ისროლეს.
ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს ლიბანური მხარეც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის იერიშებს უკვე ემსხვერპლა 400-მდე ადამიანი, მათ შორის, 80-ზე მეტი ბავშვი.
კომენტარები
