მინისტრმა თინათინ რუხაძემ ალ. გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასსა და ადმინისტრაციას დირექტორი ირინა სოლტიში და აღმასრულებელი დირექტორი ანი კავლელიშვილი წარუდგინა.
აღინიშნა, რომ თეატრის ახალ ხელმძღვანელებს სახელოვნებო მენეჯმენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
შეხვედრისას, მინისტრმა და თეატრის გენერალურმა დირექტორმა გრიბოედოვის თეატრის საუკეთესო ტრადიციებზე, მათ შენარჩუნებაზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე
ისაუბრეს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალ მენეჯმენტს კულტურის სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, რათა თეატრმა სრულყოფილად და წარმატებით შეძლოს ფუნქციონირება.
კომენტარები
