თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ქალს დაეჯახა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა. დაშავებული ადგილზე დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები
