„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისი პატრიარქობის წლებს „მზიანი ღამე“ უწოდა. იგი მართლაც სინათლის, სიკეთის და იმედის სხივი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ყველა რთულ მომენტში.
შეუფასებელია მისი ღვაწლი ქართველი ერის თვითმყოფადობის და იდენტობის გადარჩენასა და გაძლიერებაში. მან ქრისტეს წიაღში დააბრუნა ქვეყანა და ხალხი.
მისმა უწმინდესობამ პატრიარქად კურთხევის დღეს წარმოთქვა სიტყვები: „თავსა და ქედს ვიხრი წინაშე ღვთისა და ერისა“ – ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საკუთარი ცხოვრებით თითოეულ ქრისტიანს აძლევდა უფლისა და ერის მსახურების მაგალითს.
სულიერმა მამამ მკაფიო გზა გაუკვალა ერს და ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ არ დავუშვათ ამ გზიდან გადახვევა.
ვუსამძიმრებთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს, წმინდა სინოდს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, სრულიად საქართველოს!“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.
