“ნახეთ რეებს წერენ გიგი უგულავა, ლაშა ბაქრაძე და სხვები – წაიკითხავ და ეგრევე გინდება ზოოპარკში გაიქცე და პირველივე შიმპანზეს ბოდიში მოუხადო, გიგი უგულავას რომ შეადარე,”- ამის შესახებ საინფორმაციო, ანალიტიკური პორტალი “ფორ-ჯის” რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იაკობაშვილი წერს, დიდი ხანია, რაც ისინი უნიღბოდ დადიან და ვინც ამას ვერ ხედავს, ვეღარც დაინახავს.
“ფრენდმა დამიწერა კომენტარი, არა მგონია, საქართველოში ამდენი მორწმუნე იყოსო… მინდოდა მეპასუხა, რომ ყოველი ათასიდან მხოლოდ სამია მორწმუნე, ხოლო დანარჩენები სუსის აგენტები და პუტინის მონები არიან-მეთქი. გადავიფიქრე, აღარ ვუპასუხე. აზრი?! შეაყარე კედელს ცერცვი, – ეტა რაზ!!! აკაკუნე კედელიო, დაარიგე რეგვენიო, – ეტა დვა!!! შუახნის, ზრდასრულ ადამიანს უნდა, რომ მაიმუნისგან იყოს წარმოშობილი და შენ რა გინდა რომ ქნა?!
ისე, მე მაინც ოქროს შუალედს ვემხრობი – ნაწილი ადამიანებისა (ასე 79-87%) ადამისა და ევას შთამომავლობაა, დანარჩენი – გორილასა და ორანგუტანგის. თუ არა და, ნახეთ, რეებს წერენ გიგი უგულავა, ლაშა ბაქრაძე და სხვები. მაგრამ, წაიკითხავ და ეგრევე გინდება, ზოოპარკში გაიქცე და პირველივე შიმპანზეს ბოდიში მოუხადო, გიგი უგულავას რომ შეადარე. ჰოდა, ჭეშმარიტად გეკითხებით მე თქვენ – ღირს მაგათი ნაჯღაბნის კითხვა-გაზიარება? არის ამაში რამე რაციონალური? ნიღაბს ხსნით?
დიდი ხანია, რაც უნიღბოდ დადიან და ვინც ამას ვერ ხედავს, ვეღარც დაინახავს. ნუ შევიმჩნევთ, გთხოვთ, ძალიან გთხოვთ. ისინი ჩვენთვის არ არსებობენ ისინი არიან ნულები, მინუს უსასრულოები, უხსენებლები… ვისი სახელიც არ წარმოითქმის.
პ.ს. რამდენიმე მათგანმა სტატუსებიც კი დაწერა, გამოიგონა როგორ მიიხმო პატრიარქმა, როგორ დაადო თავზე ხელი და როგორი ტკბილი სიტყვები უთხრა… ასეთებს იმისთვის იგონებენ, რომ შემდეგ დაწერილი და ნათქვამი მამაძაღლობები გაამყარონ – აბა, მე ტყუილს როგორ ვიტყვი, მე ხომ პატრიარქმა თავზე ხელი გადამისვაო!!! აი, მე კი ნამდვილად მქონდა ეგეთი შემთხვევა საპატრიარქოში. 2011 წლის ივლისში, Tamro Okruashvili შენ გეხსომება. მერე, იურა მეჩითოვმა თხოვა უწმინდესს, – პატრიარქო, ჩვენი გია დღეს პირველად არის აქ და ფოტოს გადაგიღებთო. აი, ის ფოტოც,”- წერს იაკობაშვილი.
