საქართველოს პირველმა ლედიმ, ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა. საქართველოს დელეგაციის წევრები უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა.
„მამა პავლემ ჩაატარა ჩვენი პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ჩემი სურვილი იყო, რომ ეკლესიისთვის გადმომეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. მინდა ყველა ქართველს უცხოეთში, თუ საქართველოში ვუსურვო გამარჯვება, წინსვლა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აღნიშნა თამარ ბაგრატიონმა.
თავის მხრივ, მამა პავლე ზაქარაიამ პრეზიდენტის მეუღლეს ვიზიტისა და საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები დიასპორის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.
