აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ფილმის “ინგირს მელე“ (ენგურს გაღმა) პრემიერას დაესწრო.
მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ფილმი აფხაზეთის თემატიკას ეძღვნება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წარდგნენ.
ღონისძიებას, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მეომართა კავშირის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფილმის საპრემიერო ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობის ელჩების“ ორგანიზებით გაიმართა.
გიორგი ჯინჭარაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ფილმის “ინგირს მელე“ (ენგურს გაღმა) პრემიერას დაესწრო
31.03.2026 14:03:39
ნანახია: 9 ჯერ
