9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს,- ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.
ოდიშარია რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დივერსანტებს „ბიოლოგიურ პარაზიტებს” უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნის ეროვნულ სხეულს წამლავენ.
„ეროვნული გლოვის დღეს საზოგადოების თითოეული წევრი ხდება საერთო მწუხარების ნაწილი, რაც განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას მოითხოვს. საქვეყნო გლოვის მთავარი არსი დუმილი და პატივისცემაა. ეს არის დრო, როდესაც პირადი ინტერესები და გართობა უკანა პლანზე იწევს საერთო ტკივილის გასააზრებლად. 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს. ესაა ტრაგედიის ინსტრუმენტალიზაცია, მსხვერპლთა ოჯახების და დაღუპულთა ხსოვნის შეურაცხყოფა და გლოვის ეთიკის სრული მოშლა. ეს ერთი მუჭა აკაცუკი არაა ქართული საზოგადოების ნაწილი, ესაა ბიოლოგიური პარაზიტი, რომელიც ქვეყნის ეროვნულ სხეულს წამლავს.
დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს!”- წერს ბაჩო ოდიშარია.
