პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, მხარეები ერთმანეთს პირისპირ, თუ შუამავლების მეშვეობით ხვდებიან.
თუკი დადასტურდება, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს პირისპირ მართავენ, ეს იქნება ორ ქვეყანას შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა 1979 წლის შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკა დაარსდა.
მოლაპარაკებები მყიფე ზავის ფონზე მიმდინარეობს. მხარეებს შეხვედრის დეტალებზე ჯერ არ უსაუბრიათ, აღნიშნავს CNN-ი.
კომენტარები
