აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გაწმენდას იწყებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტე უკვე გაიარა ორმა ამერიკულმა სარაკეტო გამანადგურებელმა – USS Frank E. Petersen-მა და USS Michael Murphy-მა.
განცხადების თანახმად, ეს ნაბიჯი გადადგმულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სავაჭრო გზა თავისუფალი იყოს ირანის საზღვაო ნაღმებისგან.
„დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი სანავიგაციო დერეფნის შექმნის პროცესი და უახლოეს მომავალში ამ უსაფრთხო მარშრუტს საზღვაო ინდუსტრიასთან გავაზიარებთ, რათა ხელი შევუწყოთ სავაჭრო ნაკადების თავისუფალ მიმოქცევას“, – წერს ადმირალი ბრედ კუპერი.
კომენტარები
