საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
საუბრისას მაკრონმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების გზით დაძაბულობის განმუხტვის მნიშვნელობას.
„მე ხაზი გავუსვი იმ აუცილებლობას, რომ ირანმა რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს ნაოსნობის თავისუფლება და უსაფრთხოება ჰორმუზის სრუტეში, რაშიც საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს. მე ასევე, ხაზი გავუსვი ცეცხლის სრულად შეწყვეტის მნიშვნელობას, მათ შორის ლიბანშიც,” – წერს მაკრონი.
კომენტარები
