მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
მისივე თქმით, ეს არის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე და ეს ხაზს უსვამს უნგრელი ამომრჩევლის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რომ მათ დრო არ დაიშურეს საკუთარი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად.
„ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფოს საარჩევნო სტრუქტურებისადმი მოქალაქეებს აქვთ მაღალი ნდობის ხარისხი და ის მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებს ესა თუ ის კანდიდატი, ლეგიტიმაციის მხრივ მყარი იქნება.
საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მუშაობა დაიწყეს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ რამდენიმე დღით ადრე, როდესაც აუცილებელი იყო სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება, რამაც თავის მხრივ უზრუნველყო საარჩევნო პროცესის გამართულად ფუნქციონირება უკვე საარჩევნო დღეს, საარჩევნო უბნების გახსნიდან ბოლოს, ბუდაპეშტის დროით 19:00 საათზე საარჩევნო უბნების დახურვამდე.
საბოლოო შედეგები ამ საპარლამენტო არჩევნებისა გამოქვეყნდება 30 დღის თავზე, ხოლო შემდგომ პარლამენტი ამ კენჭისყრის შედეგების საფუძველზე ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას და ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატს“, – აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
