გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
„ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით“, – დაწერა გუტერეშმა პარასკევს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
„გაეროს პოზიცია უცვლელი რჩება: ჩვენ გვჭირდება ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის უფლებებისა და თავისუფლებების სრული აღდგენა, რასაც ყველა მხარე პატივს სცემს“, – დასძინა მან.
კომენტარები
