ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა.
მიშელი სოციალურ ქსელ X-ში ურსულა ფონ დერ ლაიენის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან თურქეთი რუსეთთან და ჩინეთთან ერთად პოტენციურ საფრთხედ მოიხსენია.
შარლ მიშელი წერს, რომ თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ასევე, მიგრაციის კუთხით საკვანძო პარტნიორი, წარმოადგენს ენერგოდერეფანს და ევროპულ ფლანგზე თავდაცვის უმსხვილესი პოლიტიკური აქტორია.
ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ორმაგი სტანდარტების დაწესებითა და რეალობის გამარტივებით, ევროპა ვერ გაძლიერდება.
კომენტარები
