საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ყველამ კარგად ნახა გეკა გელაძის მიერ დანაშაულთან ბრძოლაში წარმოებული კამპანიები.
„ჩვენ ვნახეთ ის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა უკვე ახალი პოზიციიდან მუშაობას“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
კომენტარები
