ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის პოზიციიდან მამუკა მდინარაძეს ექნება ერთის მხრივ, იმის საშუალება, რომ დაუბრუნდეს პოლიტიკას და მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ პოზიციიდან მამუკა მდინარაძეს ექნება ერთის მხრივ, იმის საშუალება, რომ დაუბრუნდეს პოლიტიკას და მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს, მეორეს მხრივ, სრულ კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცველი უწყებების მუშაობას. ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას“, -აღნიშნა მაჭავარიანმა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
