პოლიტიკური დემარში, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
„პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით – არ უჯერებს საქართველო, ცალ ფეხზე არ დგება, ქედს არ იხრის თუნდაც გერმანიის, ან მისი ელჩის წინაშე და იმას არ უშვებს, რომ შავი ფული შემოედინებოდეს. ეს არის მათი პასუხი იმ კანონიერ , სწორ, პრაგმატულ პოზიციაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა.
