პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. გელა გელაძემ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიღწევებს გაუსვა ხაზი.
„მადლობა პრემიერო, რომ ამ თანამდებობაზე წარმადგინეთ, მადლობა საქართველოს პარლამენტს გუშინდელი მხარდაჭერისთვის, მადლობა ბატონო მამუკა, რადიკალურად განსხვავებული და ბევრად უფრო გაძლიერებული ინსტიტუცია დაგვხვდა და ამისთვის მადლობა თქვენ, თქვენს გუნდსა და თითოეულ თქვენგანს იმ სწორი, სისტემური მიდგომებისა და ნაბიჯებისთვის, რომელიც ამ ინსტიტუციის გაძლიერებისთვის გადაიდგა.
ამ რეფორმის აღსრულების პროცესის დიდი მხარდამჭერი ვიქნები, ამას გავაგრძელებ და ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა გელა გელაძემ.
კომენტარები
