„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მუშაობის მიმართ არსებულ მოლოდინზე საუბრობს.
„ეს ცვლილებები ემსახურება უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას. აქედან გამომდინარე გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას დღეიდან შეუდგება. მამუკა მდინარაძე გახდება ვიცე პრემიერიც. ის კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას. როგორც ვიცე პრემიერის, მის უფლებამოსილებაშია მთავრობის კოორდინაცია დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან – სასამართლოსთან, პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან.
