აშშ-ის პრეზიდენტი პენტაგონის მაღალჩინოსნებისგან ირანთან დაკავშირებით განახლებული სამხედრო ვარიანტების შესახებ ცნობებს ელოდება. ამის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
როგორც ცნობილია, სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინფორმირება რეგულარულად ხდება.
მოსალოდნელ შეხვედრას დაესწრებიან ადმირალი ბრედ კუპერი, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური და გენერალი დენ კეინი, გენშტაბის მეთაური, ისევე როგორც სხვა მაღალჩინოსნები.
მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ამჟამინდელი სტრატეგია მიმართულია ირანისთვის ძლიერი ეკონომიკური ზიანის მიყენებაზე, იმ იმედით, რომ ქვეყანა დათანხმდება ბირთვული პროგრამის გაუქმებას. თუმცა, როგორც „სიენენი“ წერს, პენტაგონი განაგრძობს მზადებას იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს იერიშების განახლებას.
კომენტარები
