ირანში იანვრის აქციებზე დაკავებული 21 წლის კარატისტი სასან აზადვარი სიკვდილით დასაჯეს.
ინფორმაციას Iran International ირანის სასამართლო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სასამართლო მას ბრალს სდებდა “მტერთან ეფექტურ თანამშრომლობაში, რაც გამოიხატა პოლიციის მანქანების დაზიანებაში, ხალხის ომისა და მკვლელობისკენ წაქეზებაში ეროვნული უსაფრთხოების დარღვევის მიზნით, ასევე, სხვების წახალისებაში არეულობასა და აქციებში მონაწილეობის მისაღებად“.
კომენტარები
