მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაისში საქართველოში ვიზიტი იგეგმება, რომელსაც წინ უსწრებდა აშშ-ში ვიზიტი და სატელეფონო საუბარი.
„ყველა ნაბიჯი იქითკენ მიდის, რომ მხოლოდ ფურცელზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც მეხუთე კოლონისა და არაფორმალური მმართველობის ჩარევით ანულირდა, რეალურ და ნამდვილ სტრატეგიულ ურთიერთობად გადაიქცეს. პატარა ქვეყანა ვართ. ამერიკას დიდი შესაძლებლობები გააჩნია. ჩვენი მეგობრობისადმი ჩვენი ერთგულება არაერთხელ გვაქვს დამტკიცებული, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების სისოცხლის გაწირვის ხარჯზეც. მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან, ახალი გვერდიდან დაიწყება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
