რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ორი ფაქტორი „აერთიანებს“ – პატრონების დავალებები და ურთიერთზიზღი, დაპირისპირება, რითაც წლებია, მოდიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ჯგუფები ქვეყნის ღრმა წარსულია.
„რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ორი ფაქტორი „აერთიანებს“ – პატრონების დავალებები და ურთიერთზიზღი, დაპირისპირება, რითაც წლებია, მოდიან. რადიკალები მძიმე მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები. ეს სიმძიმე კარგად ჩანს იმ შეხვედრებში, რომელსაც თითქოს მართავენ. როგორც ჩანს, ისევ საკუთარ თავებს ხვდებიან და ერთმანეთსაც აღარ ხვდებიან. რადიკალური ჯგუფები უკვე ქვეყნის ღრმა წარსული არიან და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ეს მათთვის უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
