რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონში ავტობუსი დაბომბა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
მისი თქმით, ერთი გარდაცვლილი ქალბატონია, ხოლო მეორე – კომუნალური სამსახურის თანამშრომელი. როგორც პროკუდინმა განაცხადა, ინციდენტის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი – ექვსი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. ყველა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„წინასწარი ინფორმაციით, მათ ტრავმები აფეთქების ტალღამ მიაყენა. ექიმები დაშავებულებს გამოკვლევებს უტარებენ და ყველა საჭირო დახმარებას უწევენ“, – დასძინა პროკუდინმა.
კომენტარები
