თელ ავივში მთავრობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
მედიის ცნობით, დემონსტრაციაზე დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ისე შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო.
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ სხვადასხვა ბანერი წარწერით: „კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს?“
საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ, რომელიც მთავრობისგან 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენების შესახებ სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
კომენტარები
