მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” გავიდა, სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება აქვს:
ოთარ ჩრდილელი (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი) – მიშა, ისევ იქაა ჩარჩენილი. უბრალოდ წონა მომატებია +wella color შეუცვლია londacolorით
დავით ლილუაშვილი (კოალიცია “ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარე) – სააკაშვილმა, რომ უყვირა ბუშს ტელეფონში… ე, მაშინ დაემართა ფონოფობია (ხმამაღალი ხმების შიში)… ნეტავ ახლა როგორ არის? ხოოო… აი, მესმის ფანტასმაგორია… როგორც ჩანს კიდევ უფრო დაფრთიანდნენ ამის მწყერები… არა რა, მსოფლიო ფსიქიატრებიც კი უძლურები იქნებიან. გაბუნია ლოყაზე ხელშემოდებული და გაფართოებული თვალებით უსმენს.
გია გაჩეჩილაძე (მწვანეთა პარტია) – სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით – გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო?
არჩილ გამზარდია (ანალიტიკოსი) – მერე ბუშს უთქვამს, ვინამც გამზარდა, იმან მიყვიროსო.
გია გაბრიჭიძე (ჟურნალისტი) – რას მიყვირი, შენი გაზრდილი კი არ ვარო – მიუგო ბუშმა…
თამარ ჩერგოლეიშვილი (“ტაბულას’ ხელმძღვანელი) – კომენტარსაც კი ვერ იმსახურებს, ისეთ საცოდავ დღეშია…
ქიბარ ხალვაში (ბიზნესმენი) – შეაგინე დურუ ხუნჭუა! რაც შენ გინება გაქვს შეწერილი, შე უმამო. და შენზე დედის გინებას რა აზრი აქვს? მაინც არ ნერვიულობ…
თამარ ჩუგოშვილი (პარლამენტის ვიცე-სპიკერი) – ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს მაინც დავწერ. პასეს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ. მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს.