აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ სიძულვილის ენა იყოს მაქსიმალურად აღმოფხვრილი და ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალური თანაცხოვრების საშუალება, არის ის, რაც ხელისუფალს ევალება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
იგი ამგვარად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და მასზე რეაგირების სამმართველოს შექმნის შესახებ.
„ყველა კანონი თუ ცვლილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ყველა ახალი რეგულაცია, რომელიც შემოვიტანეთ ბოლო პერიოდში, გამოწვეული იყო იმ საჭიროებით, რომელიც სამწუხაროდ, ამ მავნებელმა „ენჯეო“ თუ სხვადასხვა აგენტურულმა ქსელმა საქართველოში დააყენეს. სწორედ ასეთი ეფექტიანი პოლიტიკით შევძლებთ, რომ დავასრულოთ კარგად დაფინანსებული სიძულვილის და ზიზღის გავრცელება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
