სასამართლომ მკაფიოდ გაავლო ხაზი რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის შეურაცხყოფა, პიროვნულ ღირსებაზე შეტევა. ამ ორ სეგმენტში სად ჯდება რადიკალური ოპოზიცია, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„როგორც ჩანს, მათ სიძულვილის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ“, – დასძინა იონათამიშვილმა.
კომენტარები
