გიორგი ვოლსკი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციური ალიანსის გეგმას, ჩაატარონ აქცია 26 მაისს. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ აქციის თარიღი, 26 მაისი, ოპოზიციას შემთხვევით არ აქვს არჩეული.
„4 ოქტომბრიდან მოყოლებული, არ ჰქონიათ ისეთი დიდი აქცია, რომელიც დამფინანსებლებსა და მათ პოლიტიკურ კურატორებს მოუტანდა გარკვეულ კმაყოფილებას. დიდი ხანია, თავი არ გამოუჩენიათ რაიმე ბოროტებით და 26 მაისი შეარჩიეს სწორედ ამიტომ. შანსი ვერ ექნება გაერთიანებას, რომელსაც თავად აქვს სისხლში გასვრილი ხელები და ცდილობენ, როგორმე თავისი სისხლი თუ წყალი გადმოგესხას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ოპოზიცია მათ მიერვე დაანონსებულ 26 მაისის მოულოდნელობებზე, ამ წუთებში შეხვედრაზე მსჯელობს.
კომენტარები
