ირანის სასულიერო ლიდერის სამხედრო მრჩეველი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ირანის კონტროლქვეშ უნდა დარჩეს. მოხსენ რაზაის თქმით, ირანი ამერიკასთან სამართლიანი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ჰორმუზის სრუტეში შეჭრის შემთხვევაში, თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას დატოვებს.
„რატომ უნდა აკონტროლოს სრუტე ირანმა? იმიტომ, რომ ჩვენ არ გვსურს სპარსეთის ყურეში სამხედრო შემოჭრა. თუ ამერიკა ჰორმუზის სრუტეში შემოჭრას გადაწყვეტს, მას მტკივნეული პასუხი გაეცემა. მეტიც, ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებიდან და ყველამ იცის, ეს რას ნიშნავს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ისლამური რესპუბლიკა გეუბნებათ, რომ თუ ომს გააგრძელებთ, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ეკონომიკას გავაუბედურებთ. ირანი მზად არის თქვენთან სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის“, – აცხადებს ირანის სასულიერო ლიდერის მრჩეველი, მოხსენ რაზაი.
