კანდელაკის და ვუდსონის როლი არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მიისვე თქმით, იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჰყავს მოქალაქეები, რომლებიც შიიტური აღმსარებლობის არიან, ოპოზიციის წარმომადგენლები იყენებენ მანიპულაციურად.
„თვითონ ის ფაქტი რომ საქართველოში ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც შიიტური აღმსარებლობის არიან, ამ ფაქტსაც კი იყენებენ მანიპულაციურად იმისთვის, რომ ეს უარყოფითი იმიჯი შეუქმნან საქართველოს და დააზიანონ ქვეყანა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კომენტარები
