საბერძნეთის ხელისუფლება თურქეთის სამხედრო ავიაციას ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.
ბერძნული მედიის თანახმად, ერთ-ერთი ინციდენტს ლემნოსისა და ლესბოსის კუნძულებს შორის ორ ბერძნულ F-16-სა და ორ თურქულ F-16-ს შორის საჰაერო შეტაკების იმიტაცია მოჰყვა.
გავრცელებული ცნობით, 2026 წლის დასაწყისიდან ეს უკვე მესამე ინციდენტია. წინა ინციდენტები 26 მარტს და 12 მაისს დაფიქსირდა.
საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, 25 მაისს საჰაერო სივრცის 10 დარღვევა მოხდა. იმ დროისთვის ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო წვრთნები არ მიმდინარეობდა, რადგან EFES 2026 წვრთნები 22 მაისს დასრულდა.
კომენტარები
