აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტი ერევანში ერთ საათში დასრულდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
რუბიო ერევნის ზვართნოცის აეროპორტში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩაფრინდა. აეროპორტშივე მან სომეხ კოლეგასთან არარატ მირზოიანთან სამი შეთანხმება გააფორმა, მათ შორის წიაღისეულის მოპოვებისა და დამუშავების, „ტრამპის გზის“ სახელით ცნობილი სატრანსპორტო მარშრუტის პროექტისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.
რუბიომ ერევანი ისე დატოვა, რომ აეროპორტიდან ქალაქში არ გასულა.
კომენტარები
